ხშირად დასმული კითხვები

Sesxi.ge არ წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და არც სესხს გასცემს. ჩვენი ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებებს ერთ სივრცეში, შეადაროთ მათი პირობები ერთმანეთს და გააკეთოთ სწორი არჩევანი.

სესხის აღებისას გაეცანით საპროცენტო განაკვეთს, გაიგეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, წაიკითხეთ ხელშეკრულება, რათა ზუსტად იცოდეთ თითოეული დეტალი.

ჩვენი ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ გონივრულად შეარჩიოთ სესხი. შეავსეთ განაცხადი სასურველი კომპანიის ვებგვერდზე და გააგზავნეთ პირადი მონაცემები ინტერნეტის საშუალებით. თანხის მიღების პროცესს 5-დან 15 წუთამდე სჭირდება.

კომპანიების უმრავლესობას აქვს სესხის გადავადების მომსახურება. თუკი კრედიტს დროულად ვერ ფარავთ, ნუ გაიფუჭებთ საკრედიტო ისტორიას. დაუკავშირდით კომპანიას და ისარგებლეთ გადავადების სერვისით.